"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა 3 მძევალი გაათავისუფლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა 3 მძევალი გაათავისუფლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

21 სექტმბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკს" თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა შენობაში მყოფი ადამიანები მძევლებად აიყვანა.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს და ვერტმფრენს ითხოვს, რომ ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვოს. ცოტა ხნის წინ, "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანეს. ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ბანკზე თავდამსხმელი აყენებდა.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსმხელმა ჯერ ორი, შემდეგ კი, კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.

ბანკში ამ დრომდე იმყოფებიან დანარჩენი მძევლები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თავდამსხმელთან, რომელსაც ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

"როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში",- განაცხადა ბორცვაძემ.

იხილეთ ასევე: "ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია"

იხილეთ მძევლების გათავისუფლების ამსახველი კადრები