ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევლების დიდი ნაწილი თავისუფალია - კვირის პალიტრა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევლების დიდი ნაწილი თავისუფალია

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევლების დიდი ნაწილი თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიდან ერთ-ერთმა განუცხადა.

ამასთან, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, ირაკლი კვარაცხელიას ინფორმაციით, "საქართველოს ბანკიდან" მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

"სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ", - წერს კვარაცხელია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო