თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა და ავტომობილით ტერიტორია დატოვა - კვირის პალიტრა

თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა და ავტომობილით ტერიტორია დატოვა

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად, რომელთაც ხელზე ე.წ. ბორკილები ედოთ, ბანკის შენობა დატოვა.

სავრაუდოდ, თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა. ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მძევლებს შორისაა ზუგდიდის მერის ახლობელი.

შსს-ს მხრიდან ჯერჯრეობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.

ამ დროისთვის უცნობია თუ რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა.

"ინტერპრესნიუსი"