"გვეუბნებიან, რომ ცდილობენ გაარკვიონ, სად არიან გადაყვანილები მძევლები" - რას ამბობს ერთ-ერთი მძევლის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"გვეუბნებიან, რომ ცდილობენ გაარკვიონ, სად არიან გადაყვანილები მძევლები" - რას ამბობს ერთ-ერთი მძევლის ახლობელი?

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან იმ სამი პირის ოჯახის წევრები, რომლებიც "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა და ამ დრომდე გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

როგორც პოლიციის განყოფილებასთან ერთ-ერთი გატაცებულის მურიკო გულიას ნათესავმა ჟურნალისტებს განუცხდა, ისინი პოლიციასთან იმყოფებიან იმ მიზნით, რომ გაიგონ, რაიმე ინფორმაცია გატაცებულების შესახებ.

"გვეუბნებიან, რომ ცდილობენ გაარკვიონ, სად არიან გადაყვანილები მძევლები. მძევლად აყვანილებს შორის ერთ-ერთი ჩემი ნათესავია. არ ვიცი, სად წაიყვანეს. სტრესში ვართ. როგორც ვიცი ჯანმრთელობის მხრივ რაიმე დაზიანება არ მიუღიათ, უბრალოდ, ჩემი ახლობელი სუსტი ადამიანია ჯანმრთელობის მხრივ და ვდარდობთ",- განაცხადა გატაცებულის ნათესავმა ნანა ყალიჩავამ.

პოლიციის განყოფილებაში "საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი 19 პირიდან 9 პირი უკვე გამოკითხეს.

"ინტერპრესნიუსი"