ვინ არის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც, სავარაუდოდ, მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაჰყვა - კვირის პალიტრა

ვინ არის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც, სავარაუდოდ, მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაჰყვა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ოფისზე თავდამსხმელის მიერ აყვანილი მძევლების დიდი ნაწილი გათავისუფლებულია. მძარცველმა კი შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, ხელში კი ხელყუმბარა ეკავა.

ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის "საქართველოს ბანკის" ოფისიდან თავდასხმელი, სამ მძევალთან და ერთ პოლიციელთან ერთად. ამის შემდეგ ჯდებიან "პიკაპის" მარკის ავტომობილში. მძევლებს შორის იყო სამგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელიც, სავრაუდოდ, თავდამსხმელთან აწარმეობდა მოლაპარაკებებს, შემდგომ კი ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ავთანდილ გალდავა ერთი წელია, რაც დაინიშნა. მანამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. იგი 1979 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტი, ძალოვან სტრუქტურაში წლებია მუშაობს.

კერძოდ 2008 წლიდან შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა იზრდებოდა მისი სამსახურებრივი კარიერა. 2011- 2012 წლებში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტში მუშაობდა გამომძიებლად; შემდეგ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო; იხილეთ სრულად