"ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის" - რას წერს ნიკა გვარამია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე? - კვირის პალიტრა

"ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის" - რას წერს ნიკა გვარამია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე?

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება და სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:

"ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით. ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება.

დროებით, ხვალამდე" - წერს გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ოფისზე თავდამსხმელის მიერ აყვანილი მძევლების დიდი ნაწილი გათავისუფლებულია. მძარცველმა კი შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, ხელში კი ხელყუმბარა ეკავა. წყარო