შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შეასხებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, გათავისუფლებულია 43 მძევალი.

შს სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"