რა უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვას, იყო თუ არა მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი - კვირის პალიტრა

რა უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვას, იყო თუ არა მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი

შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზარხველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა "საქართველოს ბანკზე" განხორციელებული თავდასხმისას, მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი.

"მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზარხველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებთ",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

იხილეთ ვიდეო