22-10-2020
ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება იყო, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ იმის შესახებ, რომ თავდამსხმელს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა."პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" კვარაცხელიამ დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა.
"ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე მას სთხოვა, რომ დაკავშირებოდა "ტვ პირველს", "ფეისბუქზე" მოეძებნა და დაკავშირებოდა,
ასევე დაგაინტერესებთ
მისივე თქმით, თავდამსხმელი პერიოდულად ტელევიზიას თვალს ადევნებდა, თუმცა მუდმივად არ ჰქონდა ჩართული, რომ ტელეფონები არ დამჯდარიყო.
"მას ნამდვილად არ უკითხავს ჩემთვის ჩემი პარტიული კუთვნილება, ის კი არა, როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო". როცა პოლიტიკური ბრალდებები იყო ოპოზიციის ან პოზიციის მხრიდან ერთმანეთის მიმართ და ამას ვუსმენდით, ამაზე გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ აი, ხომ ხედავთ, არავის თქვენ არ აინტერესებთ და ერთმანეთის გინების მეტი არაფერი აინტერესებთო,"- განაცხადა კვარაცხელიამ.
"ინტერპრესნიუსი"