"მთავარი" თავდამსხმელისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მათ შორის მოლაპარაკების პროცესს ასახავს.როგორც ირკვევა, თავდაპირველად მძარცველს სურდა თან 5 მძევალი წაყვაანა, ხოლო ავთანდილ გალდავა მას სთხოვდა, რომ წასულიყვნენ ოთხნი.თავდამსხმელი - აქ არავინ დაშავდება და თუ დაშავდება, იქნება თქვენი ბრალიავთანდილ გალდავა - გავიგეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ბრალი, არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება... რამდენი კაცი მიგყავს?თავდამსხმელი - 5 კაცი ვიქნებით შენიანად.ავთანდილ გალდავა - 4 წავიდეთთავდამსხმელი - არა, არაავთანდილ გალდავა - გთხოვ, 5 კაცი რაღაში გინდა გამაგებინე ადამიანო.თავდამსხმელი - რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი.ავთანდილ გალდავა - გავიგე, მაგრამ ის სამი კაცი ცოტანი ვართ დედას გაფიცებ? გეხვეწები, კაცურად გთხოვ, კაცი ხო ხარ? წავიდეთ სამი კაცითავდამსხმელი - დამშვიდდი, დამშვიდდი-მეთქი! არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახეავთანდილ გალდავა - კარგი, ნუ ყვირიხარ.