"კა­ცუ­რად გთხოვ, კაცი ხო ხარ? წა­ვი­დეთ სამი კაცი" - ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და თავდამსხმელის მოლაპარაკების ჩანაწერი - კვირის პალიტრა

"კა­ცუ­რად გთხოვ, კაცი ხო ხარ? წა­ვი­დეთ სამი კაცი" - ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და თავდამსხმელის მოლაპარაკების ჩანაწერი

"მთავარი" თავდამსხმელისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მათ შორის მოლაპარაკების პროცესს ასახავს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად მძარცველს სურდა თან 5 მძევალი წაყვაანა, ხოლო ავთანდილ გალდავა მას სთხოვდა, რომ წასულიყვნენ ოთხნი.

თავდამსხმელი - აქ არავინ დაშავდება და თუ დაშავდება, იქნება თქვენი ბრალი

ავთანდილ გალდავა - გავიგეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ბრალი, არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება... რამდენი კაცი მიგყავს?

თავდამსხმელი - 5 კაცი ვიქნებით შენიანად.

ავთანდილ გალდავა - 4 წავიდეთ

თავდამსხმელი - არა, არა

ავთანდილ გალდავა - გთხოვ, 5 კაცი რაღაში გინდა გამაგებინე ადამიანო.

თავდამსხმელი - რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი.

ავთანდილ გალდავა - გავიგე, მაგრამ ის სამი კაცი ცოტანი ვართ დედას გაფიცებ? გეხვეწები, კაცურად გთხოვ, კაცი ხო ხარ? წავიდეთ სამი კაცი

თავდამსხმელი - დამშვიდდი, დამშვიდდი-მეთქი! არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახე

ავთანდილ გალდავა - კარგი, ნუ ყვირიხარ.