"გლდანის რაიონში მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი" - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა მელია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გლდანის რაიონში მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი" - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა მელია სოციალურ ქსელში?

გლდანში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი "იარაღით ხელშია გარდაცვლილი".

"ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო", - წერს მელია.

მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.