"5 გასროლა იყო... მიყოლებით გაისროლეს" - რას ჰყვება თვითმხილველი ავჭალაში მომხდარზე? - კვირის პალიტრა

"5 გასროლა იყო... მიყოლებით გაისროლეს" - რას ჰყვება თვითმხილველი ავჭალაში მომხდარზე?

თვითმხილველის ინფორმაციით, ავჭალაში, იმ ადგილას, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს.

მისივე განცხადებით, სროლის ხმა მიყოლებით იყო.

"სროლის ხმა დაახლოებით, ერთი საათის წინ იყო. მიყოლებით გაისროლეს. მე სახლში ვიყავი. სხვა არაფერი ვიცი. დაახლოებით, 5 გასროლა იყო", - აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო