"გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა... აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან" - რას აცხადებს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი
23-10-2020
"გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა... აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან" - რას აცხადებს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი
ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი გამორიცხავს ვერსიას, რომ დღეს მომხდარი ფაქტი შესაძლოა, ნემსიწვერიძის წარსულ ცხოვრებას ან კრიმინალს უკავშირდებოდეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი" განმარტა, ვალერიან ნემსიწვერიძე ბიზნესში ჩართვას გეგმავდა.

„თავს უფლებას ვაძლევ ვისაუბრო ამ ადამიანზე, რადგან კარგად ვიცნობდი. გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან. ხვალ უკვე შემეძლება გავეცნო საქმის მასალებს და დეტალურად განვაცხადო აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ვალერიან
ნემსიწვერიძე კრიმინალთან ძალიან შორს იყო. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებითაც ბრალი არ წაყენებია“, - განაცხადა მოკლულის ოჯახის ადვოკატმა.

ამასთან, ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, ვალერიან ნემსიწვერიძე აპოლიტიკური იყო, ამიტომ, ის მომხდარს არც პოლიტიკას არ უკავშირებს.

„აბსოლუტურად აპოლიტიკური იყო. საერთოდ რა აინტერესებდა პოლიტიკა,
არც არჩევნები. აღნიშნულ საკითხში არც იხედებოდა და არც კი საუბრობდა, ესეც გამოვრიცხოთ. ყველაფერს შეგვიძლია დავუკავშიროთ, მაგრამ არა კრიმინალს და მის წარსულ ცხოვრებას. შესაძლებელია სპონტანურიც იყო. ზებრაზე იყო გაჩერებული, როგორც ვიცი და ვნახე, იქ გაჩერება აკრძალულია. რატომ გაჩერდა ესეც გამოსაკვლევია“,-განაცხადა წულეისკირმა.

მის ვარაუდით, მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია შესაძლებელია ელემენტარული წაკამათებაც გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს, ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა.

გავრცელებული ცნობით, ის 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ნემსიწვერიძეს წარსულში 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს და სახელმწიფოს საქმე მოუგეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები