შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
24-10-2020
შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა.

"ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი
ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები