"ყა­ჩა­ღებს ეკე­თათ სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­უ­ბამთ პლას­მა­სის შე­საკ­რა­ვე­ბით" - რას ჰყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარზე? - კვირის პალიტრა

"ყა­ჩა­ღებს ეკე­თათ სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­უ­ბამთ პლას­მა­სის შე­საკ­რა­ვე­ბით" - რას ჰყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარზე?

წალკის რაიონში მცხოვრები უცხოელების ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა 23 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა. წალკაში მცხოვრები ზვიად ხაფავა Ambebi.ge-ს ყაჩაღური თავდასხმის დეტალებს უყვება.

"რამდენიმე წელია წალკაში ცხოვრობს ეს ოჯახი. ქმარი ახალზელანდიელია, ცოლი - ჩინელი. ჰყავთ შვილები. სოფელ ბედიანში აშენებენ სასტუმროს და იქაურებმა იციან, რომ შეძლებეული ოჯახია. ყაჩაღებს ეკეთათ სამედიცინო ნიღბები და ეფარათ კეპები. დაუბამთ პლასმასის შესაკრავებით ოჯახის ყველა წევრი. როგორც ვიცი, წაიღეს მანქანა, ტელეფონები, ფული. ყაჩაღები რომ წავიდნენ, ოჯახის უფროსს შესაკრავი აუწყვიტავს და პოლიციაში დაურეკავს", - გვიყვება წალკის მკვიდრი.

შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.