"ყა­ჩა­ღებს ეკე­თათ სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­უ­ბამთ პლას­მა­სის შე­საკ­რა­ვე­ბით" - რას ჰყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარზე?
24-10-2020
"ყა­ჩა­ღებს ეკე­თათ სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­უ­ბამთ პლას­მა­სის შე­საკ­რა­ვე­ბით" - რას ჰყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარზე?
წალ­კის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი უცხო­ე­ლე­ბის ოჯა­ხი და­ა­ყა­ჩა­ღეს. შემ­თხვე­ვა 23 ოქ­ტომ­ბერს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. წალ­კა­ში მცხოვ­რე­ბი ზვი­ად ხა­ფა­ვა Ambebi.ge-ს ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე წე­ლია წალ­კა­ში ცხოვ­რობს ეს ოჯა­ხი. ქმა­რი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლია, ცოლი - ჩი­ნე­ლი. ჰყავთ შვი­ლე­ბი. სო­ფელ ბე­დი­ან­ში აშე­ნე­ბენ სას­ტუმ­როს და იქა­უ­რებ­მა იცი­ან, რომ შეძ­ლე­ბე­უ­ლი ოჯა­ხია. ყა­ჩა­ღებს ეკე­თათ სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი და ეფა­რათ კე­პე­ბი. და­უ­ბამთ პლას­მა­სის შე­საკ­რა­ვე­ბით ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი. რო­გორც ვიცი, წა­ი­ღეს მან­ქა­ნა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ფული. ყა­ჩა­ღე­ბი რომ წა­ვიდ­ნენ, ოჯა­ხის უფ­როსს შე­საკ­რა­ვი აუ­წყვი­ტავს
და პო­ლი­ცი­ა­ში და­უ­რე­კავს", - გვიყ­ვე­ბა წალ­კის მკვიდ­რი.

შსს-ში მომ­ხდარს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები