"ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ" - ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და ბანკის მძარცველის საუბრის კადრები - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ" - ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და ბანკის მძარცველის საუბრის კადრები

სოციალურ ქსელში, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეოში, ჩანს თუ როგორ გადასცემს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა შეიარაღებულ პირს თანხას.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იხილეთ ვიდეო