ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება - კვირის პალიტრა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად ზუგდიდში სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. მინისტრს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა.

შეხვედრა სავარაუდოდ, რადენიმე დღის წინ "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმას ეხება.

პოლიციის შენობაში შესვლისას შს მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"