ბაღდათში, სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ბაღდათში, სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"