"შესაძლოა ბრალდებული თვითონ ჩაბარდეს სამართალდამცავებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება "საქართველოს ბანკის" სავარაუდო თავდამსხმელზე? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა ბრალდებული თვითონ ჩაბარდეს სამართალდამცავებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება "საქართველოს ბანკის" სავარაუდო თავდამსხმელზე?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, 32 წლის ბადრი ესებუაა. მისივე მტკიცებით, ბრალდებულის დაკავებისთვის სოფელ გრიგოლიშში, 25 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. ნიკა გვარამიამ ამის შესახებ "მთავრი არხის" სპეციალურ გამოშვებაში, გადაცემაში "მთავარ აქცენტები" ისაუბრა და სავარუდო დამნაშავის ფოტოებიც გამოაქვეყნა. ის, რომ ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ამის თაობაზე ინფორმაცია შს სამინსტრომ გუშინ გაავრცელა.

Ambebi.ge- ს ინფორმაციითაც, სავარაუდოდ, ეს დანაშაული მართლაც ბადრი ესებუამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მართალია ჯერჯერობით არ ადასტურებს ამ ფაქტს, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება მის დასაკავებლად. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ: "შესაძლოა ბრალდებული თვითონ ჩაბარდეს სამართალდამცავებს". ახლა, უბრალოდ, დროის ფაქტორია, როდის და რა ვითარებაში მოხდება დამნაშავის დაკავება. ბადრი ესებუას ოჯახი - დედ-მამა და ძმები ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში ცხოვრობენ. ესებუა სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მართლაც მსახურობდა, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ამჟამად მოქმედი სამხედრო არ არის.

Ambebi.ge