"ჩემ ძმასა და "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის" - რას ამბობს ბადრი ესებუას ძმა - კვირის პალიტრა

"ჩემ ძმასა და "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის" - რას ამბობს ბადრი ესებუას ძმა

ბიძინა ესებუას განცხადებით, მის ძმას, ბადრი ესებუასა და "საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის. როგორც მან ჟუნალისტებს სამეგრელოში, სოფელ გრიგოლიშში განუცხადა, მისი ძმა, ბადრი ესებუა ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და მის მიმართ ცილისწამებას აქვს ადგილი.

„ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს. დანარჩენ კომენტარს თვითონ გააკეთებს. მე ცალკე ვცხოვრობ, ზუსტად არ ვიცი, სად იმყოფებოდა 21 ოქტომბერს. ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში. ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა, ზუსტად არ მახსოვს... აქ, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამას თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, - განაცხადა ბიძინა ესებუამ

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.

ინტერპრესნიუსი