"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პირი ბად­რი ესე­ბუაა - რა განცახდება გაავრცელა შსს-მ?
"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პირი ბად­რი ესე­ბუაა - რა განცახდება გაავრცელა შსს-მ?
შსს ადას­ტუ­რებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პირი ბად­რი ესე­ბუაა. ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი და­კა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს 21 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა. თავ­დამ­სხმელ­მა 43 მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნა. მან ბან­კის შე­ნო­ბა სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა, გა­მო­უყ­ვეს ვერ­ტმფრე­ნი და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები