"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პირი ბად­რი ესე­ბუაა - რა განცახდება გაავრცელა შსს-მ? - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პირი ბად­რი ესე­ბუაა - რა განცახდება გაავრცელა შსს-მ?

შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში მონაწილე პირი ბადრი ესებუაა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დაკავების სამუშაოები.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოქტომბერს დაესხა. თავდამსხმელმა 43 მძევალი აიყვანა. მან ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.