"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" - რას აცხადებს ბადრი ესებუას მამა - კვირის პალიტრა

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" - რას აცხადებს ბადრი ესებუას მამა

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია და ის სწორედ 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია არაოფიციალურად 25 ოქტომბერს გავრცელდა. ამ წუთებში სოფელ გროგოლიშში ესებუების სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, რომელსაც მისი ოჯახის წვერები - დედა-მამა და ძმაც ესწრებიან. სამართალდამცავები ასევე ჩხრეკენ ესებუას რამდენიმე ნათესავის სახლს.

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა", - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ბრალდებულის მამამ. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბადრი ესებუა რამდენიმე დღის წინ, თბილისში სამკურნალოდ წავიდა და შეუძლებელია ის იყოს ბანკზე თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.