"ხელისუფლებას მომენტი გამოეპარა,ტერორისტი ტყეში დაემალა, დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და ვეღარ დაინახა"
"ხელისუფლებას მომენტი გამოეპარა,ტერორისტი ტყეში დაემალა, დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და ვეღარ დაინახა"
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის დასაკავებლად მიმდინარე სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და დაიწყო უბრალოდ დამნაშავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მომენტი "ხელიდან გაეპარა, ტყეში დაემალა, დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და მან ვეღარ დაინახა".

როგორც თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოებმა ამ ადამიანს სახელიც ვერ დაარქვეს და ამ პირობებში ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტია.

"ვფიქრობ, რომ
სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ის ჩვეულებრივი ტერორისტია, ტერორიზმი არ არის აუცილებლად თანამდებობის პირზე თავდასხმა ან ტრადიციულად რომ წარმოგვიდგენია, მხოლოდ და მხოლოდ იმ ტიპის მოქმედება. დამნაშავის დაპატიმრება შესაძლოა 2 და 9 თვეც გაიწელოს, აქ საუბარი იყო დაუყოვნებელ ფაზაზე და დაუყოვნებელ ოპერაციაზე, როდესაც ვაძლევთ ფულს, უზრუნველვყოფთ მძევლებისთვის სიცოცხლის
შენარჩუნებას და მათ გათავისუფლებას და როდესაც გვაჩვენებს ხელისუფლება, რომ დაუყოვნებლივი გეგმა აქვს, რომლითაც უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი შედეგის მიღება, დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა - ეს ფაზა დასრულდა, ეს მომენტი საქართველოს ხელისუფლებას ხელიდან გამოეპარა რაღაცნაირად, ტყეში დაემალა, ტყეში დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და მან ვეღარ დაინახა, ამიტომ ეს დასრულებულია. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, დამნაშავეს ოდესმე დაიჭერენ თუ არა, მაგრამ რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ თავად ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი გვესაუბრებოდა, წარუმატებლად დასრულდა, ის ანტიტერორისტული ოპერაცია დამთავრებულია. ახლა დაწყებულია უბრალოდ დამნაშავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ნებისმიერი სხვა დანაშაულის შემთხვევაში შეიძლებოდა გვქონოდა სახეზე. აგერ 8 წელია მიხეილ სააკაშვილის ძებნის ოპერაციას ატარებს ეს ხელისუფლება,"- განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ხელისუფლებამ ისიც კი არ იცის სინამდვილეში, ვინ არის დამნაშავე. ბადრი ესებუასა და მისი ძმის სახლში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაცია კი სპექტაკლია, რომელიც ხელისუფლებამ იმის დემონსტრირებისთვის დადგა, რომ უმოქმედოდ არ არის.

"საერთოდ არ მაქვს არანაირი რწმენა, რომ სიმართლეა ესებუას დამნაშავეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის 5 დღე გავიდა და საქართველოს ხელისუფლებას ერთი სიტყვა არ უთქვამს საკუთარი მოსახლეობისთვის თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება და დგინდება, რომ ის იგივე ადამიანია, რომელსაც ჩვენ 21 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით. გუშინდელი ოპერაცია, რომელიც ესებუას და მისი ძმის სახლებში ჩატარდა, იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ბევრი გვინახავს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში და ამჯერად, ანალოგიურად გაიმეორა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამაც. ის ერთადერთ ამოცანას ემსახურებოდა - ეჩვენებინა, რომ მოქმედებდნენ და გაჩერებულები არ არიან,",- განაცხადა თინა ხიდაშელმა

"ინტერპრესნიუსი"
123
28 ოქტომბერი 2020 11:31
ოპოზიციას ნამუსი აღარ აქვს, ან როდის ჰქონდა. ამ ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსმა ხომ წაიღო ტვინი, რა გინდოდა სისხლი? რატომ იყო წარუმატებელი, შენი შვილები ყოფილიყვნენ მზევლებად და დაეხოცათ რას იტყოდი, სხვისი შვილი ფეხზე გკიდია. გადაშენდით ოპოზიცია და ქვეყანას აცალეთ განვითარება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები