"ბოლო ხა­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მუ­შა­ობ­და, ოჯახს ეხ­მა­რე­ბო­და..." - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა
"ბოლო ხა­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მუ­შა­ობ­და, ოჯახს ეხ­მა­რე­ბო­და..." - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა
ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ასმი­მართ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. შსს-ს ცნო­ბით, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცია სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ტი­ულ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვლა­იდ­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მის წი­ნა­აღ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც სო­ფელ ალერ­ტკა­რის სა­ჯა­რო
სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ნუკ­რი ბე­რიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა ერთი სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი ტე­რო­რის­ტად:

- ვიდ­რე ეს ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, მა­ინც მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ამის ჩამ­დე­ნია, მე კი არა, ყვე­ლას უკ­ვირს, ვინც მას იც­ნობ­და. პი­რა­დად მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ცხა­დია,
ვიც­ნობ­დი. სკო­ლას­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. აქ არი­ან პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ას­წავ­ლიდ­ნენ, ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე იყო, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რი... მერე ვის ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, არა­ვინ იცის, მით უფრო ასეთ დროს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ასე შეც­ვლი­ლი­ყო.

კარ­გად ვიც­ნობ მის ოჯახს, 12 წე­ლია ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ და გარ­შე­მო ყვე­ლას კარ­გად ვიც­ნობ. მა­მა­მი­სი არის უპა­ტი­ოს­ნე­სი, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მშრო­მე­ლი კაცი. სამი შვი­ლი გა­ზარ­და, ეგო­ნა, გზა­ზე და­ა­ყე­ნა და ასეთ უბე­დუ­რე­ბას არა­ვინ ელო­და. მა­მა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით ხე­ლო­სა­ნია, ზუგ­დიდ­ში პა­ტა­რა სა­ამ­ქრო აქვს და იქ მუ­შა­ობს.

ამის ორ ძმას უფრო კარ­გად ვიც­ნობ, უფ­რო­სე­ბი არი­ან, წე­სი­ე­რი პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი. ერთ ცოლ-შვი­ლი ჰყავს, მე­ო­რეს - ჯერ არა. ამ გა­რე­მო­ში, ამ ოჯახ­ში აღ­ზრდილ, მა­მა­მი­სის ხელ­ში გავ­ლილ შვილს რო­გორ მო­ა­ფიქ­რდა ასე­თი რამ, ტე­რო­რიზ­მი კი არა, ჯი­ბის ქურ­დი რომ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი, იმას გა­ნიც­დის მშო­ბე­ლი ტრა­გი­კუ­ლად.

- 2008 წლის ომის მო­ნა­წი­ლე ყო­ფი­ლა, ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბოს მი­სი­ა­ში იყო...
- ომში რომ იყო ვიცი, ავ­ღა­ნე­თი არ ვიცი... ვიცი, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და. ბოლო ხა­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მუ­შა­ობ­და, ოჯახს ეხ­მა­რე­ბო­და. მე­ზობ­ლებ­მაც თქვეს, სი­მინ­დის აღე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა წინა დღე­ებ­შიო. ასეთ რა­მეს თუ გეგ­მავ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­ინც მგო­ნია, მის და­კა­ვე­ბას უნდა და­ვე­ლო­დოთ.

თუმ­ცა, თუ მარ­თლა არ არის კავ­შირ­ში, მთე­ლი ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა, მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, თე­ო­რი­უ­ლად ვამ­ბობ, ვი­ღა­ცას­თან კავ­შირ­ზე ხომ უნდა გა­სუ­ლი­ყო?! რო­გორც ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია. ვის აქვს უფ­ლე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი ამ­ბე­ბი ატე­ხოს. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები