"ხა­შუ­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გა­ვი­ცანთ ერ­თმა­ნე­თი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს
"ხა­შუ­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გა­ვი­ცანთ ერ­თმა­ნე­თი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

ახალ­გაზ­რდა ქალი, ტრა­ი­ლე­რის მძღოლს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. საქ­მე ეხე­ბა 9 ოქ­ტომ­ბერს ხა­შუ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდარ ფაქტს. რეს­პო­დენ­ტი AMBEBI.GE-ს ანო­ნი­მუ­რად უყ­ვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ამ­ბობს, რომ ტრა­ი­ლე­რის 28 წლის მძღოლ­მა მას სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სთხო­ვა და რო­დე­საც უარი მი­ი­ღო, მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.

"შუ­ა­დღის 12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. ზეს­ტა­ფონ­ში ავ­ტოს­ტო­პით მივ­დი­ო­დი, გა­ვა­ჩე­რე ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი, რო­მე­ლიც მი­დო­და რუს­თავ­ში. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ თბი­ლის­ში
უნდა ჩა­ვეყ­ვა­ნე. ხა­შუ­რამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გა­ვი­ცანთ ერ­თმა­ნე­თი, "ფე­ის­ბუქ­ზეც" დავ­მე­გობ­რდით. ხა­შურ­ში ვთხო­ვე, წყლის და­სა­ლე­ვად გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა. თა­ვად ჩა­ვი­და და წყლის მა­გივ­რად მო­ი­ტა­ნა ორი ქილა ლუდი. ერთი თვი­თონ და­ლია და მე­ო­რე მე შე­მომ­თა­ვა­ზა. ძა­ლი­ან მწყუ­რო­და, ამი­ტომ წყლის სურ­ვი­ლის მო­საკ­ლა­ვად რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და, იმ­დე­ნი დავ­ლიე.

შემ­დეგ გზა გან­ვაგ­რძეთ.
ავ­ტო­ბან­ზე, შე­სას­ვლე­თან, გა­ა­ჩე­რა და ამო­ი­ღო მა­რი­ხუ­ა­ნა. მეც შე­მომ­თა­ვა­ზა. თა­ვი­დან უარი ვუ­თხა­რი, რად­გან ჩემ­ზე რთუ­ლად მოქ­მე­დებს მო­სა­წე­ვი. იგი მარ­წმუ­ნებ­და, რომ არა­ფე­რი არ იყო შე­რე­უ­ლი და თუ არ მო­მე­წო­ნე­ბო­და, აღარ გა­მეგ­რძელ­ბი­ნა მო­წე­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, მეც მოვ­წიე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა რა­ო­დე­ნობთ, გავ­სინ­ჯე ფაქ­ტობ­რი­ვად. გზა რომ გან­ვაგ­რძეთ, მო­წე­ვი­დან 10 წუთ­ში, და­მი­წყო სა­უ­ბა­რი სექსზე და შე­მომ­თა­ვა­ზა სექ­სით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამას პირ­და­პირ ასე სი­ტყვა-სი­ტყვით არ მე­უბ­ნე­ბო­და, მი­მა­ნიშ­ნებ­და.

უარი ვუ­თხა­რი. მი­თხრა, რომ თუ არ მინ­დო­და, ძა­ლას არ და­მა­ტან­და, მაგ­რამ მა­ინც აგ­რძე­ლებ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ვთხო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა, რა­მაც მას­ში აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია. ფი­ზი­კუ­რად არ შემ­ხე­ბია, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მან­ქა­ნის კარი ისე იყო ჩა­კე­ტი­ლი, რომ მას მძღო­ლის გარ­და ვე­რა­ვინ გა­ა­ღებ­და.

მიხ­სნი­და, რომ თუ ვიყ­ვი­რებ­დი ხმას მა­ინც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და და თუ თა­ვის დახ­სნას ვეც­დე­ბო­დი, მა­შინ მოვ­კვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი, შე­მე­შინ­და და შე­ვე­ცა­დე "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით მე­გო­ბარ­თან გავ­სუ­ლი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტზე. მო­ვა­ხერ­ხე მი­წე­რა და ახ­სნა, რომ დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ის და­უ­კავ­შირ­და 112-ს, რის შემ­დე­გაც ოპე­რა­ტორ­მა და­მი­რე­კა და ისე მე­სა­უბ­რე­ბო­და, თით­ქოს მე­გო­ბარს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რათა ეჭვი არ შე­ე­ტა­ნა მძღოლს, რო­მე­ლიც ჩემს გვერ­დით იჯდა. კონ­კრე­ტულ შე­კი­თხვებს მის­ვამ­და ლო­კა­ცი­ის და­სად­გე­ნად და მე მხო­ლოდ "კის" და "არას" ვპა­სუ­ხობ­დი. შემ­დეგ რო­დე­საც მიხ­ვდა რომ პო­ლი­ცია მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, ისევ და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს მძღო­ლის­თვის გა­და­მე­ცა მო­ბი­ლუ­რი. პო­ლი­ცი­ელ­მა მას მო­უ­წო­და, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ჩა­მო­ვეს­ვი. ასეც მო­იქ­ცა. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წუთ­ში მო­ვი­და პო­ლი­ცია და ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი" - ჰყვე­ბა რეს­პო­დენ­ტი.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა მძღო­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, მძღოლს არა­ვინ და­დევ­ნე­ბია.

"გა­მიკ­ვირ­და ისიც, რომ არ და­ე­დევ­ნენ მა­შინ­ვე. მე ხომ მათ მი­ვე­ცი სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ბიჭ­ზე, მან­ქა­ნის სე­რი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, მძღო­ლის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე, მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ მძღო­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და ავ­ტო­მო­ბილს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთე­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მხო­ლოდ 12 ოქ­ტომ­ბერს და­მი­ბა­რეს ამოც­ნო­ბა­ზე. ახ­ლაც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და მე მე­ში­ნია, სად­მე არ დამ­ხვდეს. რომ ვუ­ჩივ­ლე, ამის გამო, შური არ იძი­ოს" - ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის ინ­ტე­რე­სებ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" იცავს.

"სა­ფარ­ში" ამ­ბო­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სსკ-ში არ­სე­ბობს მუხ­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი თა­მარ ლუ­კა­ვა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ქალი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს, თუმ­ცა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ნა­წილ­ში. ხოლო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, უწყე­ბას არა­ნა­ი­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები