ცენტრალურ მაგისტრალზე მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი - კვირის პალიტრა

ცენტრალურ მაგისტრალზე მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარიისას, წინასწარი ინფორმაციით, 5 ადამიანი გარდაიცვალა 14 კი დაშავდა. TV Pirveli-ს ცნობით, მიკროავტობუსს, რომელიც დასავლეთისკენ მიემართებოდა სატვირთო ავტომობილი უკნიდან შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები თბილისში გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ და ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.

ავტოავარიის ადგილი ამჟამად პოლიციას აქვს გადაკეტილი. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.