პოლიციამ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავა
30-10-2020
პოლიციამ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

„აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი
სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები