მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს - კვირის პალიტრა

მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, დასახმარებლად შესულ მეზობლებსაც ესროლა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა. ჩვენი კორესპონდენტი ადგილზე იმყოფებდა და დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგაწვდით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობგს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.