გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, დასახმარებლად შესულ მეზობლებსაც ესროლა.არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა. ჩვენი კორესპონდენტი ადგილზე იმყოფებდა და დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგაწვდით.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობგს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.