"მოკ­ლა ცოლი, ეს­რო­ლა და­სახ­მა­რებ­ლად შე­სულ მე­ზობ­ლებს და ცო­ლის ძმას - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"მოკ­ლა ცოლი, ეს­რო­ლა და­სახ­მა­რებ­ლად შე­სულ მე­ზობ­ლებს და ცო­ლის ძმას - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს და ცოლის ძმას. ერთი დაჭრილი მეზობელი გარდაიცვალა, ორი მათგანი კი გურჯაანის სავადამყოფოშია გადაყვანილი.

როგორც სააგენტოსთან საუბარში ოჯახის მეზობლები ჰყვებიან, ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მიიმალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.