"მოკ­ლა ცოლი, ეს­რო­ლა და­სახ­მა­რებ­ლად შე­სულ მე­ზობ­ლებს და ცო­ლის ძმას - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე
30-10-2020
"მოკ­ლა ცოლი, ეს­რო­ლა და­სახ­მა­რებ­ლად შე­სულ მე­ზობ­ლებს და ცო­ლის ძმას - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე
გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-სთვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. სააგენტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლე სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა, ასე­ვე ეს­რო­ლა და­სახ­მა­რებ­ლად შე­სულ მე­ზობ­ლებს და ცო­ლის ძმას. ერთი დაჭ­რი­ლი მე­ზო­ბე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მათ­გა­ნი კი გურ­ჯა­ა­ნის სა­ვა­დამ­ყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც სააგენტოსთან სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ი­მა­ლა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო
მოქ­მე­დე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?