გურჯაანში მეუღლისა და მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - კვირის პალიტრა

გურჯაანში მეუღლისა და მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე - 1967 წელს დაბადებული ლ.დ.

ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ზ.დ. მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მოკლა ცოლი, ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს და ცოლის ძმას - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

"ინტერპრესნიუსი"