გლდანში, "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - კვირის პალიტრა

გლდანში, "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

გლდანში, 179-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეული აქტივისტი უპირისპირდება.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო