სამართალდამცავებმა გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცავებმა გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რამდენი პირია დაკავებული.

ფიზიკური დაპირისპირება გლდანში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ.

ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.