მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს - კვირის პალიტრა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს

სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული.

ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს.

„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.

კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს.

"ინტერპრესნიუსი"