ვინ არის ბიჭი, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი ჰყავს აყვანილი? - კვირის პალიტრა

ვინ არის ბიჭი, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი ჰყავს აყვანილი?

როგორც აღმიჩნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში შეჭრილი პირი ლევან ზურაბიშვილია. ის ცოტა ხნის წინ ფეისბუქ-ლაივში ჩაერთო და მისი ვინაობაც აქედან გაირკვა.

როგორც მისი "ფეისბუქიდან" ირკვევა, იგი წარმოშობით ბორჯომიდან არის და სკოლაც იქ აქვს დამთავრებული. სამუშაო ადგილად კი კომპანია "ხის სახლი" აქვს მითითებული.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

ambebi.ge