პირიდან 6 გათავისუფლებულია - წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 5 მძევალი რჩება - კვირის პალიტრა

პირიდან 6 გათავისუფლებულია - წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 5 მძევალი რჩება

სამართალდამცველების მიერ მოლაპარაკებების შედეგად წერეთლის გამზირზე მდებარე მირკოსაფინანსო ორგანიზაციის შენობიდან მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6 გათავისუფლებულია.

შსს-ს ინფორმაციით, შენობაში ამ დროისთვის 5 მძევალი რჩება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამჟამად კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს",- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ - ბი - სი“ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"