"დღეს არ ჰქონ­და სა­მუ­შაო დღე. ძა­ლი­ან უპ­რობ­ლე­მო თა­ნამ­შრო­მე­ლია" - რას ამბობენ "ფაბრიკაში", სადაც ლევან ზურაბიშვილი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა - კვირის პალიტრა

"დღეს არ ჰქონ­და სა­მუ­შაო დღე. ძა­ლი­ან უპ­რობ­ლე­მო თა­ნამ­შრო­მე­ლია" - რას ამბობენ "ფაბრიკაში", სადაც ლევან ზურაბიშვილი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ზე თავდამსხმელი ლევან ზურაბიშვილი "ფაბრიკაში" მუშაობდა. როგორც "ტვ პირველთან" საუბრისას "ფაბრიკის" მენეჯერმა აღნიშნა, ზურაბიშვილი მათთან ინჟინრის პოზიციაზე უკვე ორი წელია დასაქმებულია.

მისივე თქმით, ის სამსახურში გუშინაც იმყოფებოდა.

"2 წელია მუშაობს "ფაბრიკაში". დღეს არ ჰქონდა სამუშაო დღე. ძალიან უპრობლემო თანამშრომელია. მასში აქამდე არაფერი პრობლემური არაფერი შეგვინიჩნავს" - აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.

ჯერჯერობით პოლიციას "ფაბრიკის" თანამშრომლები არ გამოუკითხავს.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში შეიარაღებული პირი დღის მეორე ნახევარში შეიჭრა. ადგილზე მალევე მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება.

გაირკვა, რომ თავდამსხმელი ლევან ზურაბიშვილია, რომელიც რამდენიმე მოთხოვნას აყენებდა. მან მძევლად 9 პირი აიყვანა. თავდასხმის მომენტში ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.