შსს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანზიაციიის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანზიაციიის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანზიაციიის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 31 წლის პირი.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული პირი ობიექტზე დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავა.

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, დღის მეორე ნახევარში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და
თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები