"გენ­რის ცოლ-შვი­ლი არ ჰყავს და თორ­ნი­კეს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი დარ­ჩა" - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

"გენ­რის ცოლ-შვი­ლი არ ჰყავს და თორ­ნი­კეს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი დარ­ჩა" - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდები თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია "ასპრია ფიტნესის" თანამშრომლები არიან.

გარდაცვლილი 28 წლის თორნიკე კობახიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს ავტომობილი მოუცურდათ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირიპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

"ლაგუნა ვერესთან" მოუცურდათ მანქანა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და ავტომობილს შეეჯახა. იმ ავტომობილის მძღოლიც მძიმედ ყოფილა. მარტო იყო ის მანქანაში, როგორც ვიცი. თორნიკეს ავტომობილში სამნი ისხდნენ: გენრი, რომელიც საჭეს მართავდა, თორნიკე და მათი მეგობარი გოგო თეკლა. გენრი და თორნიკე თანამშრომლები იყვნენ. "ასპრია ფიტნესში" მუშაობდნენ. გაგრძელება