"ხვალ, ზეგ საქართველო აღარ გვექნება, თუ ხმა არავინ ამოიღო, რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?"
"ხვალ, ზეგ საქართველო აღარ გვექნება, თუ ხმა არავინ ამოიღო, რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?"
რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე? - ამ სიტყვებით მიმართა დედას წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელმა ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ბრალდებულს სხდომის დაწყებამდე დედამ სთხოვა, ჩუმად ყოფილიყო.

"დედა ხომ გინდა ცოცხალი გყავდეს", - ამ სიტყვებით მიმართა ზურაბაშვილს დედამ.

"ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამოგია და რამდენი დედაა ასე?"- განაცხადა ზურაბაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ
ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში
ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები