"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხა­შურ­ში, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი 23 წლის სა­ლო­მე ჩი­ქო­ვა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 16 ნო­ემ­ბერს მი­ი­ღო.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი 2020 წლის 5 მარტს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ქალი უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის თან­დას­წრე­ბით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. ფაქ­ტი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს.

ახალ­გაზ­რდა ქალი ხუთ­თვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ ივ­ნის­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლის დედა Ambebi.ge-ს თან რამ­დე­ნი­მე
თვის წინ აცხა­დებ­და, რომ მისი ყო­ფი­ლი სიძე, 28 წლის მი­ხე­ილ ლომ­სა­ძე, მუ­ქა­რის წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­და გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­დაც ის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები