"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის სალომე ჩიქოვანის საქმეზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ 16 ნოემბერს მიიღო.

შემზარავი დანაშაული 2020 წლის 5 მარტს ქალაქის ცენტრში მოხდა. ახალგაზრდა ქალი უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. ფაქტი ქუჩაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს.

ახალგაზრდა ქალი ხუთთვიანი კომის შემდეგ ივნისში გარდაიცვალა. მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილის დედა Ambebi.ge-ს თან რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ მისი ყოფილი სიძე, 28 წლის მიხეილ ლომსაძე, მუქარის წერილებს უგზავნიდა გლდანის მერვე დაწესებულებიდან, სადაც ის წინასწარი პატიმრობის ფარგლებში იმყოფებოდა. იხილეთ სრულად