მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
25-11-2020
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ჭოჭუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ადვოკატი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს.

„მინდა გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შევხვდე, რათა ლევან ზურაბაშვილის საქმე მასთან ძირფესვიანად გავიარო“, - აცხადებს ჭოჭუა.

ადვოკატის განმარტებით, მას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაუკავშირდა და საქმეში ჩართვა სთხოვა.

გიორგი ჭოჭუამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეეფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინწინ შეეფარდა.ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე
მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები