"ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო"
"ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო"
ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.

როგორც სადრაძე განმარტავს, ნინო კალანდაძე მათ მიერ დასმული კითხვების უმეტესობაზე პასუხობდა, რომ არ იცოდა, ან არ ახსოვდა.

"ნინო კალანდაძეს აბსოლუტურად ყველა რელევანტური კითხვა
დავუსვით, მათ შორის, ბუნებრივია, კითხვები მიმართული იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა. ამასთან დაკავშირებით პასუხი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც
შეიძლება სამომავლოდ სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს, ასევე, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სხვა კითხვაზე, ნინო კალანდაძის მხრიდან პასუხი იყო, რომ არ იცის, არ ახსოვს და მასთან ეს საკითხები არ განიხილებოდა.

ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო მისი განცხადების შესაბამისად, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს განცხადება საჯარო სივრცეშია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. თუმცა, ამაზე მას არანაირი პასუხი არ გაუცია, ასევე სხვა შემხვედრ საკითხებთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა", - განაცხადა სადრაძემ.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები