"საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

"საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.