"დატოვეთ ჩემი ბინა!", - ჯაფარიძე პოლიციას მიმართავს
"დატოვეთ ჩემი ბინა!", - ჯაფარიძე პოლიციას მიმართავს
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, "რეფორმერი ფიტნესის" ტერიტორია დატოვონ.

როგორც ჯაფარიძემ პოლიციელებს განუცხადა, ბინა მან იქირავა და პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს.

"ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით",
- მიმართა ჯაფარიძემ სამართალდამცველებს.

ცნობისთვის, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი
ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში დღეს განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები